01 (2)ამბობენ, რომ მათ, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. თითქმის ყველა საკითხს ერთად განვიხილავენ, შეხედულებები კი, ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა. ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პირადი ისტორია, გამორჩეული მაშინ ხდება, როცა ამ სახელებს, პოლიტიკურ სტატუს ანიჭებ. ერთი საქართველოს პრეზიდენტია, მეორე – პირველი ლედი.
ერთმანეთზე შეყვარებული წყვილი, საზოგადოებამ მანამდე შეამჩნია, ვიდრე მათი ცხოვრებას პროტოკოლი განსაზღვრავდა. მაკა შემოქმედი ადამიანია, ამიტომ მედიაობიექტივში დიდი ხანია ჩანს, პრესის ყურადღების ნაკლებობას არც გიორგი განიცდიდა.
როცა, მათი ცხოვრება შეიცვალა და გარკვეული ვალდებულებები წინა პლანზე გადმოვიდა, უცვლელი დარჩა ყველაზე მთავარი – ისევ ძველებურად გაეგოთ ერთმანეთისთვის და საზოგადოებისთვის. ასეც მოხდა.
„… და ქალმა“ ერთგულ მკითხველს, უფრო ზუსტად კი თავის მეგობრებს, საახალწლოდ, განსაკუთრებული საჩუქარი გაგიკეთად – ჩვენ ფინჯან ყავასთან ან სულაც ჩაისთან სასაუბროდ, პირველ ლედისთან გეპატიჟებით.
დუშეთში, სადაც პრეზედიენტის ოჯახი სახლობს, დედაქალაქისგან განსხვავებით, ცხ01 (5)ოვრების სულ სხვა რიტმია. ტყის პირზე, სუფთა ჰაერი და ბუნების საოცარი პეიზაჟები, ისეთ მისტიკურ გარემოს ქმნიან, რომ დაძაბულ და გადატვირთულ ყოველდღიურობასაც სულ სხვა პრიზმაში განიხილავ… როცა, ეზოში შვლის ნუკრი დარბის, ირგვლივ კი ულამაზესი ყვავილებია, სხვაგვარად ვერც იქნება.
ყველა ადამიანს, თავისი სისუსტე აქვს, პირველი ლედიც, ამ კომფორტს საკუთარი ხელებით ქმნის. უკვე ყველამ იცის, რომ ბუნების სიყვარული – მისი აქილევსის ქუსლია. უშუალობა კი, პოზაზე მეტად, რეალური მდგომარეობა.
როგორც ყველგან, ახლა, პრეზიდენტის ოჯახშიც საახალწლო ფუსფუსია. სანამ ოჯახური ვახშამი შედგება, რომელსაც, ტრადიციული ქართული კერძები დაამშვენებს, ქვეყნის პირველმა ქალმა უკვე მოასწრო და პრეზიდენტის სასახლე მორთო, ნაძვის ხე მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა. ნამდვილმა დიასახლისმა თადარიგი ადრიანად უნდა დაიჭიროს, რადგან იცის, რომ შემდეგ ამისთვის აღარ ეცლება, წინ ხომ დიდი გეგმებია – თემო, რომელიც წელს, პირველ ახალ წელს ხვდება, ყურადღებაც განსაკუთრებულს ითხოვს, ამიტომ დროს არც მას წავართმევთ, არც თქვენ მოგაცდენთ და პირდაპი საქმეზე, ჩვენ შემთხვევაში ინტერვიუზე გადავალთ.
პირველ რიგში მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, საუბარს კი 2015 წლის შეფასებით დავიწყებ, როგორი იყო გასული წელი თქვენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის?
ყურადღებას გავა01 (1)მახვილებ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე – ჩვენი შვილის დაბადებაზე. წელს, ჩემი ზრუნვის ძირითადი ობიექტი, სწორედ ის იყო. ჯერ სულ პატარაა და გამუდმებით საჭიროებს ყურადღებას და სითბოს.
ჩვენი ქვეყანა იმ კურსით ვითარდება, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ. დასავლურ ღირებულებებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით.
საახალწლო სუფრის ოჯახურ ტრადიციაზე მოგვიყევით, რა ფუნქციები აქვს საახალწლო მზადების დროს პირველ ლედის?

არაფერი განსაკუთრებული – როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც მზადდება რამდენიმე ტრადიციული ქართული კერძი. საღამოს ბუხარს დავანთებთ და პირველად შევხვდებით ახალ წელს თემოსთან ერთად.
ერთი სიახლეც გვაქვს – წელს გადავწყვიტეთ, საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დაიდგმება, მე მომერთო. ამისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე: მოვიფიქრე საავტორო დეკორი, რომლისთვისაც აქსესუარები საკუთარი ხელით დავამზადე, სათამაშოების ნაწილი კი – სოციალურ საწარმოებში შევარჩიე.
როგორ მოერგეთ პირველი ლედის ჩარჩოებს, როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, რთულია გარკვეული პროტოკოლით ცხოვრება?
გარკვეულწილად ნამდვილად გამიჭირდა. თუმცა, ძალიან მალე პოზიტიურ მხარესაც მივაგენი. აღმოვაჩინე, რომ ამ სტატუსით გაცილებით ადვილია კეთილი საქმეების კეთება და პოზიტიური ცვლილე01 (4)ბების ხელშეწყობა.
როგორია თქვენი ერთი დღე?
ყოველი დღე სხვადასხვანაირია. ერთადერთი, რაც უცვლელია, დილა თემოზე ზრუნვით იწყება.
ე.წ. ოჯახური საკითხების გადაჭრის დროს, რამდენად ხშირად იღებთ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტთან ერთად, თუ ამ საქმეს მთლიანად თავად ართმევთ თავს?
თითქმის ყველა საკითხს ერთად განვიხილავთ. ეს პროცესი ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ჩვენი შეხედულებები თითქმის ყოველთვის ემთხვევა. რა თქმა უნდა, არის ისეთი საკითხებიც, სადაც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ.

რას აკეთებთ თავისუფალ დროს, რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
ჩვენი სახლი, ტყის პირას დგას. ჩემთვის დასვენების ყველაზე კარგი საშუალება ტყეში და ყანებში ფეხით სიარულია.
გაგვანდეთ თქვენი 2016 წლის გეგმები, რა აქტივობებს შეიძლება ველოდოთ პირველი ლედისგან, საზოგადოებრივ ასპარეზზე?
01 (3)ჩემი ინტერესები უცვლელი რჩება – მინდა ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნო. მხარი დავუჭირო ქალებს, გარემოს და ცხოველთა დაცვას. ეს თემები ყოველთვის იყო ჩემი საზრუნავი. თუმცა, პირველი ლედის სტატუსმა, საშუალება მომცა მეტი ინფორმაცია მიმეღო, დავკავშირებოდი ადამიანებს, რომლებსაც იგივე ინტერესები ამოძრავებთ, გამეზიარებინა მათი გამოცდილება. ვფიქრობ, მათთან ერთად, უფრო მიზანმიმართულად შევძლებ მოქმედებას. რამდენიმე კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებაშიც ვგეგმავ ჩართვას. იმედი მაქვს, ერთ წელიწადში ყველა ამ თემაში, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება გვექნება.
რას უსურვებდით საზოგადოებას და საკუთარ თავს?
საზოგადოებას და პირველ რიგში, საკუთარ თავს, ვუსურვებ მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას. რადგან ჩვენს სამშობლოზე ჩვენვე ვაგებთ პასუხს. ვფიქრობ, ყველა ერთად შევძლებთ ავაშენოთ ძლიერი , საქმიანი, ლაღი ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთზე იზრუნებენ და ყველა თავის ღირსეულ ადგილს იპოვის.
სიყვარულით გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დავესწოთ! თქვენი მაკა ჩიჩუა

დავით მაღლაფერიძე

რას ვჭამთ და რამდენად უსაფთხოა ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

გადაცემის სტუმრებ

თეა შველიძე – სურსათის უვნებლობის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

მადონა კოიძე – მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე

გადაცემის წამყვანი – ზაზა ჭითანავა

გადაცემის პროდიუსერი – დავით მაღლაფერიძე

თემა: ვიცავთ თუ არა გარემოს?
სტუმრები სატელეფონო ჩართვით: ნატა ფერაძე – პარტიზანი მებაღე; ნინო ჩხობაძე – გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წარმომადგენლი.

გადაცემის წამყვანი – ზაზა ჭითანავა

გადაცემის პროდიუსერი – დავით მაღლაფერიძე

01როცა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ოთხ კაციანი ჯგუფი, რომელთაც, საკუთარი შვილების სასწავლო და სოციალური პირობები არ აკმაყოფილებდათ გაერთიანდნენ 1999 წელი იყო. მაშინ ასეთ ადამიანებს ჯერ კიდევ ინვალიდებს ეძახდნენ და დასცინოდნენ, დედები და მამები კი საკუთარ შვილებს, ალბათ იმიტომაც, რომ მათთვის, ამგვარი საზოგადოებრივი რისხვა აერიდებინათ, სახლში საგულდაგულოდ მალავდნენ. რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ რეალობაში, როცა გამოსავლის გზაც კი არ ჩანდა, ხიდის გადება ძალიან რთული უნდა ყოფილიყო. თუმცა, ამ ოთხეულმა არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და კავშირი „მშობელთა ხიდი“ დააფუძნეს, რომელმაც იურიდიული სტატუსი 2002 წლის ივნისში მიიღო.
კავშირის წევრების მთავარი მიზანი იყო განევითარებინათ შშმ ბავშვების სასწავლო და სოციალური პირობები. დღეს, ამ დიდ ოჯახს 50 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებსაც, უკვე, სისტემატიურად უტარდებათ მუსიკალური თერაპია, დრამთერაპია, არტთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგორითმიკა და ფიზიკური თერაპია. ბენეფიციარებთან, მუშაობენ პროფესიონალები, როგორც ფსიქოლოგები ასევე სპეციალური პედაგოგები და მეთოდისტები.
მანამდე კი, ყველაფერი ერთ-ერთი ბავშვის ბებიისა და შესაბამისი კვალიფიკაციის ფსიქოლოგით დაიწყო, რომლებმაც, 3 წელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინტეგრირებულ ჯგუფში იმუშავეს, სადაც შაბათ-კვირას 14 ბავშვს სიმღერასა და ხატვას ასწავლიდნენ. მალე, საგანთა რიცხვს დრამთერაპია და ფიზთერაპია დაემატა. ბავშვებსაც და მშობლებსაც მოტივაცია დღითიდღე ემატებოდათ, იზრდებოდა ჯგუფში ყოფნის მსურველთა რაოდენობაც. სახელმწიფო სტრუქტურებთან, ადგილობრივ ბიზნესმენებთან ლობირებისა და ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ დაფინანსებით, სკოლის ბაზაზე „ღია სტუდია“ შეიქმნა, სადაც უკვე 41 ბავშვს სისტემატიურად უტარდებათ – მუსთერაპია, დრამთერაპია, არტთერაპია, ოკუპაციური თერაპია, ლოგორითმიკა და ფიზთერაპია. ბენეფიციერებთან მუშაობას კი, მონიტორინგს მულტიდისციპლინარული გუნდი უწევს, რომელიც თავის მხრივ ექიმით, ფსიქოლოგით, პედაგოგითა და ოკუპაციური თერაპევტით არის დაკომპლექტებული.
უკვე 2014 წელს, კავშირმა, ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამართულ მეორე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და წარმატებით განახორციელა პროექტი, რომელიც მუსიკით დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიერ პარაორკესტრის ჩამოყალიბებას გულისხმობდა და ამ „დიდი აურზაურის“ მთელი ისტორიაც აქედან იწყება.
ასე აღმოჩნდენ პარაორკესტრის მუსიკოსები – სმენადაქვეითებული, უსინათლო, აუტისტურ სპექტრში მყოფი და მობილობის შეზღუდვის მქონე მოზარდები. „მოძრაობის თეატრში“ გამართული პირველი კონცერტი კი დღემდე ყველას ახსოვს. მას შემდეგ, ამ ბავშვებს ყველგან ეძახიან და როგორც ყველა ნამდვილი ტელე ვარსკვლავი, მათაც უკვე ისწავლეს კამერებთან მუშაობა და სცენაზე მოძრაობის ხელოვნება.
03პარაორკესტრის პრეისტორია
„ვიდრე პარაორკესტრი შეიქმნებოდა, ამ ბავშვებთან რვა წლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. ეს იყო ყოველდღიური და სისტემატური მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ეს დრო, მოსამზადებელ სამუშაოებს დავუთმეთ, რომ რითმი და მეხსიერება გაგვევარჯიშებინა. შემოქმედებითი პროცესი ძალიან საინტერესოა. ცნობილი კომპოზიტორების პოპულარულ ნაწარმოებებს, ახალ, სპეციალურ არანჟირებებს ვუკეთებთ, რომ ეს ბავშვებისთვის უფრო მარტივად შესასწავლი და დასამახსოვრებელი იყოს. ყოველ გაკვეთილზე მცირეოდენი მონაკვეთი მზადდება და ასე ნელ-ნელა მივიწევთ წინ. გააჩნია განწყობასაც, თუ კარგ ხასიათზე არიან, ისე სწრაფათ ითვისებენ, რომ ხანდახან გაოცებულიც კი ვარ“ – გვიყვება პარაორკესტრის კომპოზიტორი თეა ჯინორია, რომელიც მუსიკოს ბავშვებთან დიდი ხანია მეგობრობს.
რეპერტუარზე
„რაც შეეხება რეპერტუარს, მინდა გითხრათ, რომ ეს ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული კლასიკით, მაგალითად, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, მოცარტი და დამთავრებული ქართველი კლასიკოსებით – ცინცაძე, ყანჩელი. ეს ავტორი განსაკუთრებით მოგვწონს და ბატონი გიას შემოქმედებიდან დიდი ნაწილი დამუშავებული გვაქვს. ბავშვები სრულად ჩართულები არიან კომპოზიციების შერჩევის პროცესში და ჩვენ ერთად ვუსმენთ და შესაძლებლობების მიხედვით ვანაწილებთ დავალებებს. საკმაოდ მალე ხდება ნაწარმოების შერჩევაც და განახლებაც. ფაქტობრივად, ყოველ თვე ერთ ან ორ ახალ თემას ვსწავლობთ, იქნება ეს მუსიკა კინოდან თუ ანიმაციური ფილმიდან. გვაქვს რამდენიმე ნომერი სადაც ცეკვაც იყო საჭირო და ჩვენი ბენეფიციარი ნინა მშვენივრად ასრულებს, რომელისაც არანაირი ილეთის სწავლა არ სჭირდება იმდენად ყოჩაღია“.
ეთერ მელაძე
პარაორკესტრის მუსიკალური თერაპევტი
მუსიკა, როგორც თერაპია…
„მუსიკალური თერაპია, რომ ურთიერთობის კარგი საშუალებაა ამაზე ჯერ კიდევ ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ და მუსიკის ძალას მრავალი დანიშნულებით იყენებდნენ. ბავშვი, რომ იბადება მას ამ ჰარმონიასთან წვდომა თავიდანვე, ინსტიქტების დონეზე აქვს, ამიტომ კომუნიკაციის ეს ფორმა ძალიან შედეგიანია, ჩვენ შემთხვევაში მითუმეტეს, მუშაობაში საოცარ შედეგებს ვაღწევთ“.
სცენაზე…
„სცენაზე გასვლის წინ, როგორც ღონისძიებებზე ისე სატელევიზიო ეთერში, როგორც ყველა ბავშვი, ჩვენი მუსიკოსებიც ინდივიდუალურად განიცდიან, ზოგს ეს ემოციები მოჭარბებული აქვს, ზოგი ნაკლებად ღელავს, მაგრამ საკმარისია ინსტრუმენტებს შეახონ ხელი, რომ ყველა მშვიდდება. მათ იციან თავისი საქმე და არ ეშინიათ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს, რაიმე დავიწყებოდა. მართალია, შესწავლის პროცესი რთულია, მაგრამ თუ რამეს ერთხელ ისწავლიან, ის აღარ ავიწყდებათ. ფორმაში ყოფნისთვის კი, აუცილებელია მუდმივი რეპეტიციები“.
05მაყურებლებზე
„თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი სითბოთი და სიყვარულით ხვდებიან მაყურებლები ამ ბავშვების შემოქმედებას. ისე ყურადღებით უსმენენ და აპლოდისმენტებით აჯილდოვებენ, შეუძლებელია ამ სანახაობას ემოციის გარეშე უყურო. მნიშვნელოვანია, ის რომ საზოგადოება სწორად აფასებს ამ მოზარდების ტალანტს და ისინი ყურადღებით აკვირდებიან ჩვენს შემოქმედებას. ყველას მადლობა ვუხდი ასეთი სწორი დამოკიდებულებისათვის. მინდა გავიხსენო ერთი ღონისძიება, რომელიც სპორტის სასახლეში ჩატარდა, ეს კონცერტი შერეული იყო და სხვა მუსიკოსებთან ერთად, ჩვენი ბავშვებიც მონაწილეობდნენ, ვერ წარმოიდგენთ რა აღფთოვანებული იყო დარბაზი, როცა სცენაზე ჩვენი ბენეფიციარი იდგნენ და უკრავდნენ“.
სამომავლო გეგმებზე
„სამწუხაროდ, დეკემბრიდან პარაორკესტრი აღარ ფინანსდება, რადგან პროექტი დასრულდა. ახლა თანხის მოძიების პროცესში ვართ, ამისათვის, წერილით პრემიერმინისტრსაც კი მივმართეთ. ეს უნიკალური ორკესტრია, რომელსაც პოსტ საბჭოთა სივრცეში ანალოგი არ ააქვს და გვინდა არსებობა გავაგრძელოთ. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შემოვდოთ ჩვენი ინსტრუმენტები, რომელიც ამ პროექტით შევიძინეთ თაროზე, რომ აღარაფერი ვთქვა თავად ბავშვებზე, რომლებისთვისაც, ეს ჯადოსნური მუსიკალური ხელსაწყოები ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად, ჩვენი საქმიანობა კი განხორციელებულ ოცნებად იქცა. ჯერ-ჯერობით კი ვმუშაობთ ანაზღაურების გარეშე, მაგრამ ეს როდემდე გაგრძელდება არ ვიცი“.
რთულია ასე დაასრულო ისტორია, რომელიც მხოლოდ ახლა დაიწყო, მითუმეტეს, რომ ახალი წელია… ამიტომ, მოდით ვისურვოთ, რომ 2016 ოცნებების ასრულების წელი იყოს, ამ ბავშვებს ეს უკვე აქვთ, ახლა მთავარია – ისევ დაუკრან.

დავით მაღლაფერიძე

02„ყოველთვის ვიცოდი რა გამომდის კარგად და რა ცუდათ, ყოველთვის მივესწრაფოდი სხვა ადამიანებთან თანამშრომლობას. მე ეს გამომდის კარგად შენ კი ეს და მოდი ერთად გავაკეთოდ“ – ამბობს ქალთა მოძრაობის აქტივისტი, რომელიც საქართველოში ქალთა უფლებებისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან იბრძვის. თუკი, ვინმეს ამ მიმართულებით უმუშავია, მას კარგად იცნობს და ისიც იცის, რომ მის საქმისადმი უანგარო დამოკიდებულებაზე, ჩვენს ქვეყანაში ლეგენდები დადის, ადამიანებთან განსაკუთრებულმა, უშუალო დამოკიდებულებამ კი, ის ყველა ფორმალური რეგალიისგან გაათავისუფლა და ყველასთვის, უბრალოდ მარინა დეიდა გახადა. ის, დღეს, ფონდ „ტასოს“ გენერალური დირექტორია, რომლის მიზანიც ჩვენს ქვეყანაში, ქალთა გაძლიერება ადამიანის უფლებების, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისათვის გახლავთ.
მარინა თაბუკაშვილი
ქალთა ფონდ „ტასოს“ თანადამფუძნებელი და დირექტორი
„ფონდ „ტასოს“ გრანტგამცემი და ოპერაციული საქმიანობა, ძირითადად ფოკუსირებულია სოფლად მცხოვრებ ქალთა სოციალურ მობილიზებაზე. ქალებზე – როგორც იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტისგან დაზარალებული თემებიდან, ისე ეთნიკური უმცირესობებიდან; გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაზე. ქალთა ზეპირ ისტორიებზე და მათ მონაწილეობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ამოცანა და მიზანია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შექმნა და ისეთი თემების წინ წამოწევა, როგორიცაა ფილანტროპია, სოციალურ სამართლიანობა და მშვიდობა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ დოკუმენტური ფილმების შექმნაზეც და წიგნების ორი სერიის „ქალთა მეხსიერებისა“ და „ფემინისტური ბიბლიოთეკის“ გამოცემაზე. ცვლილებების მისაღწევად მთავარი ფაქტორი განათლებაა, ამიტომ, ვფიქრობ, ყველა დონეზე უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რას ისახავ მიზნად. ადამიანი განუსაზღვრელი შესაძლებლობებით იბადება და საბოლოოდ, თუ მოისურვებ, შედეგს მაინც აღწევ“.
თბილისი – სოხუმი დევიზით: ავამაღლოთ აფხაზი ხალხის კულტურის დონე
„დავიბადე 1950 წელს თბილისში, ზუსტად ერთ წელიწადში კი გადავედით სოხუმში. გაინტერესებთ რატომ გადავსახლდით აფხაზეთში? კომუნისტურმა მთავრობამ, მაშინდელი ხელოვანებისთვის დაიწყო კამპანია, ლოზუნგით – ავამაღლოთ აფხაზი ხალხის კულტურის დონე და მამა ასე გამოეხმაურა ამ საკითხს. მოკლედ, რომ გითხრათ სოხუმში გავიზარდე. ზღვის პირა ქალაქში ცხოვრება კი, ადამიანს, სივრცისა და თავისუფლების განცდას აძლევს“…
განათლებაზე, როგორც დიდი მიზნების დასახვის წინაპირობაზე
„ჯერ კიდევ სოხუმში ვხოვრობთ, სკოლას ვამთავრებ და უმაღლესი განათლების მისაღებად ვემზადები. ერთ მშვენიერ დღეს ოჯახს გამოვუცხადე, რომ მოსკოვში მინდა წავიდე და კონორეჟისორი გავხდე. მამაჩემმა თანხმობა მომცა, ოღონდ ერთი რჩევა მომცა, იქ სასწავლებლად გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება დაგჭირდება და 17 წლის გოგოსთვის ეს ძალიან ადრეა, ამიტომ ჯერ აქ ჩააბარე და მერე მიიღე ეგ განათლებაო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან გავბრაზდი, მისი მაინც მესმოდა და მოსკოვის ნაცვლად, თბილისში წავედი, სადაც, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბატონი რისმაგ გორდეზიანი გვასწავლიდა და კარგად მახსოვს როგორ რთულ თემებზე გვამუშავებდა. წარმოიდგინეთ მესამე კურსზე ვიყავი, როცა ჰეგელის ესთეთიკის დამუშავება დამავალა, კარგი დღე, რომ არ დამადგებოდა, ალათ ხვდებით (იცინის). საოცარო ადამიანი იყო, თავიდანვე გვასწავლიდა დიდი ამოცანების დასახვას, რომ შემდეგ, მიზნის მისაღწევად გვებრძოლა. მეოთხე კურსე, რომ გადავედი გავთხოვდი, ამიტომ ჩემი კინორეჟისორობა ისტორიას ჩაბარდა. სხვათაშორის, მალევე მივხვდი, რომ ლიტერატურას და ხელოვნებას არანაირი აღმზრდელობითი მნიშვნელობა არ აქვს“.
04დიდ ოჯახზე და კიდევ იმაზე, როგორ არ უნდა წაეხალისებინა საბჭოთა ხელისუფლება
„იმ დროს სიღარიბე ჩვენი უპირატესობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მამას დიდი თანამდებობდა და საოცარი აგარაკი შესთავაზეს სადაც ფუფუნებით შეგვეძლო ვყოფილიყავით, მაინც საოცრად მოუწესრიგებელ სახლში ვცხოვრობდით, რადგან ჩვენ არ მივიღეთ ეს შემოთავაზება-გარიგება. დღესაც კარგად მახსოვს, როგორ მესაუბრებოდა ისეთ თემებზე, რაზეც მაშინ ღიად არ ლაპარაკობდნენ. მაგალითად, იმაზე, რომ ქრთამი არ ამეღო და საბჭოთა ხელისუფლების რეჟიმი არ წამეხალისებინა. ძალიან უყვარდა საკუთარი მოსწავლეები, მათთან ურთიერთობას არაფერი ერჩივნა, კარგად მახსოვს ეს შეხვედრები ჩვენს სახლში, რომელიც აუცილებლად დედას უგემრიელესი ბორშჩის დაგემოვნებით სრულდებოდა. თავად დედას რაც შეეხება, ის ერთი ბრძენი სოფლის ქალი გახლდათ, რომელსაც თავის მხროვ საოცარი მშობლები ჰყავდა. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა… ახლა, მე თავად ვარ დედაც და შვიდი შვილიშვილის ბებია და თუნდაც ამიტომ, ხშირად ვფიქრობ მშვიდობაზე. როცა ვაანალიზებ, რა მოხდა აფხაზეთში, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ გაგვასულელეს“…
თბილისის ომი და დამწვარი ბიბლიოთეკა
„ჩემი ცხოვრება თბილისის ომმა შეცვალა. მაშინ ქართული ხელოვნების ინსტიტუტში ვმუშაობდი. შენობის რემონტი ახალი დასრულებული იყო და ჩემმა მეუღლემ, ასე ვთქვათ კაბინეტში, უხეში სოფლური სტილის თაროები გამიკეთა. რადგან ამ საქმეში დიდად დახელოვნებული არ გახლდათ, მეც კრიტიკულად არ შემიფასებია, მთავარი იყო მქონდა ადგილი, სადაც ჩემს ძვირფასს ბიბლიოთეკას ადგილს მივუჩენდი. მოკლედ, მოვკიდე ხელი რაც სახლში წიგნები მქონდა და ჩავზიდე. მრავალფეროვნება კი ნამდვილად გახლდათ – არქიტექტურა, ენათმეცნიერება, ხელოვნება თავის ალბომებით, ლიტერატურა აქცენტით პოეზიაზე, სახელოვნებო მეცნიერებები და რაღათქმა უნდა ხელნაწერები – ამ თაროებზე წიგნების ტევა არ იყო. ვიღაცამ, ძველი ნახმარი დივანიც მაჩუქა და მოკლედ, ძალიან მაგრად მოვეწყვე, თუმცა, სულ მალე, თბილისის ომა ეს ყველაფერი დამიწვა“.
ჩარჩოში ჩასმული დამსახურებები
უამრავი აღიარებისა თუ ჯილდოს მიუხედავად, რამდენიმეს მაინც გამორჩეული ადგილი უჭირავს. ერთი განსაკუთრებული საერთაშორისო დიპლომია, მეორე, ისეთი ეროვნული მნიშვნელობისაა, რაზეც ყველა ქართველი ქალი იოცნებებდა. ეს ტიტული, მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც განათლება ევროპაში მიიღო და შემდეგ, მთელი თავისი ცხოვრება იღწვოდა, რომ გაეღვიძებინა ქალებში ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის სურვილი.
„მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდ „ტასო“ – გენერალური დირექტორი, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ქალთა მოძრაობაში უკანასკნელი 15 წლის მანძილზე აქტიური მონაწილეობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურების დიპლომით დაჯილდოვდა“.
ჯილდო პირადად აშშ-ს ელჩმა საქართველოში – ჯონ ტეფტმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე, კი ხაზი გაესვა მის დამსახურებას ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ეროვნული სისტემის მშენებლობის საქმეში, ასევე, იმ დიდ წვლილს, რომელიც მან, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობაში შეიტანა.
„ქალთა ფონდმა საქართველოში – კატო მიქელაძის სახელობის პრემია, რომელიც ყოველწლიურად ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტს გადაეცემა, მარინა თაბუკაშვილს, ქალთა ფონდ „ტასოს“ გენერალურ დირექტორს გადასცა. ის, აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ქალთა მოძრაობაში, ასევე, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ქალთა ეროვნულ პროგრამას“.
და ბოლოს, სიყვარული – ყველაფრის საწყისი…
„არცერთ ე.წ. „საქმიან ენაში“ სიყვარული არ წერია, არადა მე თუ მკითხავ ყველაფერი მისკენ უნდა მოზიდო, რადგან ყველაფრის საწყისი სწორედ სიყვარულია და კიდევ, აუცილებელია სურვილი, თუ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან თანხვედრაშია, ყველაფერი გამოვა“.

დავით მაღლაფერიძე

თემა: ქალთა მიმართ ძალადობა

ინტერაქტივის შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, რამდენად ხშირია ქალთა მიმართ ძალადობა და რა უნდა გააკეთოს ამ დროს საზოგადოებამ?

სატელეფონო ჩართვები:

გვანცა ასათიანი 17:10

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კომუნიკაციების სპეციალისტი

ნატა შავლაყაძე 17:20

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ხელმძღვანელი

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

გადაცემის პროდიუსერი – დავით მაღლაფერიძე

თემა: დანაშაულის სტატისტიკის კლება და ოჯახში ძალადობის ფაქტების მატება

ინტერაქტივის შეკითხები:

როგორ ფიქრობთ, იკლო თუ არა დანაშაულის სტატისტიკამ ?

რამდენად უსაფრთხოთ და დაცულად გრძნობთ თავს ქვეყანაში?

როგორ ახსნით ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატებას?

სატელეფონო ჩართვები:

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკა სხილაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა აბაშიძე

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის სპეციალისტი თამარ საბედაშვილი

გადაცემის პროდიუსერი – დავით მაღლაფერიძე

თემა: ნაადრევი ქორწინება

პარლამენტი, მუშაობას სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე იწყებს, რომლის მიხედვითაც, 16 წელს მიღწეულმა პირებმა, შესაძლოა, ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით შეძლონ. ისიც, ისეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, როგორიცაა ორსულობა და ბავშვის დაბადება.

ინტერაქტივის შეკითხვა:

როგორ ფიქრობთ, რა ასაკში უნდა შეიქმნას ოჯახი?

რამდენად გამართლებულია 16 წლამდე დაოჯახება?

სატელეფონო ჩართვები:

სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ეკა სხილაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია, პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი

გადაცემის პროდიუსერი – დავით მაღლაფერიძე

დღის თემა – სოფლად მცხოვრები ქალები

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება

როგორ ფიქრობთ, რამდენად დაფასებულები არიან ქალები სოფლად?

რამდენად რეალიზებულნი არიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები სოფლად?

და როგორ როგორ შეიძლება მათი პოტენციალის მეტად გამოყენება?

 დაგვირეკეთ ქალბატონებო რეგიონებიდან და სოფლებიდან, დღევანდელი გადაცემა თქვენ გეძღვნებათ და გვინდა მოგისმინოთ

რა გაწუხებთ, როგორ ცხოვრობთ, რა საკითხების გადაჭრა გჭირდებათ?

რადიო იმედი მთელ საქართველოში მაუწყებლობს და ჩვენი მოსმენა შეგიძლიათ ყველგან.

სატელეფონო ჩართვები:

გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერს  ქეთი მახარაშვილი

ფერმერთა ასოციაციის პეზიდენტი ნინო ზამბახიძე

ფონდი “ტასო” მარინა თაბუკაშვილი

გადაცემის წამყვანი – ზაზა ჭითანავა

გადაცემის პროდიუსერი – დავით მაღლაფერიძე

8არიან ქალები, რომლებსაც განსაკუთრებული ცხოვრება აქვთ. ზოგი ამას ბედისწერას უკავშირებს, ზოგიც საკუთარ წარსულს. ოჯახი, სადაც იზრდებოდა, არც კომუნისტურ იდეოლოგიურ მოძღვრებას წყალობდა და არც ტრადიციული ყოველდღიურობით ცხოვრობდა, ამიტომ ეს განსხვავებულობა, მისთვის, იმდენად ჩვეულებრივი იყო, რომ სხვაგვარად ვერც კი წარმოედგინა. რუსუდან გოცირიძე
ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი
„გადაწყვეტილება, რომ ღვთისმსახური გავმხდარიყავი ჩემი ინიციატივა არ ყოფილა. ამ დროს ჩვენ ეკლესიაში უკვე იყვნენ ხელდასხმული დიაკვანი ქალები, უბრალოდ, ვიზრდებოდი ბაპტისტი ღვთისმსახურის ოჯახში, ბაბუა და ბიძახუცესებიგახლდნენდა ჩემთვის ეკლესია ძალიან მშობლიური, ფაქტობრივად, მეორე სახლი იყო. 16 წლის ასაკში მოვინათლე, თუმცა, მაინც ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემი განსაკუთრებული გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ ვერც კი წარმომედგინა ჩემი ცხოვრება ამ ეკლესიის გარეშე. წლებს ვითვლიდი, როდის გავხდებოდი იმ ასაკის, როცა ნათლობის უფლებას მომცემდნენ“.
წლების თითებზე დათვლას არც ისე დიდი დრო დასჭირდა, მანამდე კი, როგორც ყველა ბავშვი ოცნებობდა – ძალიან უნდოდა მხატვარი გამხდარიყო, ჰქონდა ჰობიც – ფოტოგრაფია. სკოლა, რომ დასრულდა და პროფესიული არჩევანის წინაშე დადგა, უცხოური ენები აირჩია და უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა, პარალელურად სწავლა სემინარიაშიც დაიწყო. ამასობაში, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და გაჩნდა ახალი, სრულიად განსხვავებული შეკითხვები. პასუხების მისაღებად კი რუსუდანმა და მისმა თანატოლებმა ისევ დედა ეკლესიას მიმართეს, სადაც უკვე პროფესიული განათლების მისაღებად შესაბამისი კერები კვლავ აქტიურად ყალიბდებოდა.9
„90-იან წლებში ჩვენს ეკლესიაში თეოლოგიური სემინარია გაიხსნა, რომელიც ბიჭებისთვის და გოგონებისთვის იყო განკუთვნილი. იქ ყველა მივდიოდით არა იმიტომ, რომ რაიმე კარიერული წინსვლა გვსურდა. ბევრი რამ გვაინტერესებდა, რადგან გვასწავლიდნენ, ისეთ საგნებს, როგორიც იყო, ეკლესიის ისტორია, ადრეული მამების ცხოვრება, ქადაგების ხელოვნება ანუ ჰომილეტიკა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რად გვინდა გოგოებს ქადაგების ხელოვნება, მაგრამ, კარგი მასწავლებელი გვყავდა, რომელიც გვიხსნიდა, თუ როგორ უნდა გაგვეაზრებინა თემა და წინა პლანზე წამოგვეწია მნიშვნელოვანი, ანუ მთავარი სათქმელი“.
ვიდრე გოგოები პროფესიულ საეკლესიო განათლებას იღებდნენ, ქვეყანაში ყველაფერი იცვლებოდა. იწყებოდა სამოქალაქო ომი, შუქი და გაზი იშვიათი ფუფუნება ხდებოდა, ადამიანები კი სწავლობდნენ ნავთქურაზე საჭმლის გაკეთებას. ამასობაში, გაყინულ სემინარიაში დაუსწრებელ სწავლებას, თვეში ერთხელ, 3 დღიანი გასვლითი მეცადინეობები დაემატა, სადაც კონკრეტული დისციპლინის, მიღმა, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრების სწავლა შეიძლებოდა.
„გურჯაანის ეკლესიას დიდი სივრცე ჰქონდა, სადაც თვეში ერთხელ, მთელი ქვეყნიდან, ორმოცდაათამდე სტუდენტი მივდიოდითხოლმე. საოცრად მახსენდება ის დრო. სანთლის შუქზე, შეშის ღუმელის ირგვლივ, როგორ ვისხედით ყველა და ვსაუბრობდით, მათ შორის, პირველად იქ მოვისმინეთ, მალხაზ სონღულაშვილის მიერ შესრულებული თარგმანი „ნარნიის ქრონიკების“ ერთ-ერთი წიგნისა _ „ლომი, ჯადოქარი და ტანსაცმლის კარადა“. დებატები ხშირად პოლიტიკურ საკითხებს, გენდერულ თანასწორობას და საერთოდ, ცხოვრებისეულ ფასეულობებს ეხებოდა. ნადვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთი დიდი ოჯახი. ჩემს წინ იყვნენ ქალები, რომლებიც შემდეგ ეკლესიის წინამძღოლები გახდნენ, ასაკით უფროსები და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებით, ერთი სიტყვით, ნამდვილად მისაბაძი პიროვნებები. ამ ფონზე ჩვენი ეკლესიის მეთაური მიბარებს და მეკითხება – როგორ ფიქრობ, ხომ არ დამდგარა დრო, სერიოზულად იფიქრო ღვთისმსახურებაში შემოსვლაზე?“.
2მაშინ, 27 წლის იყო და ჯერ ამ საქმეზე არ ფიქრობდა. მოულოდნელმა შეთავაზებამ დააბნია და როცა ეკლესიის მეთაურისგან ახსნა განმარტება, მოისმინა, რომ თავის დროზე, თავადაც ზუსტად ამ ასაკში მიუღია გადაწყვეტილება, დამშვიდდა, მოსათათბირებლად კი, ოჯახში დაბრუნდა. საკითხში გასარკვევად რამდენიმე თვე დასჭირდა, ბოლოს კი გადაწყვეტილებაც მიიღო და დიაკვნის წოდებაც, რომელსაც მალეხუცესად ხელდასხმა, შემდეგ კი ეპისკოპოსობა მოჰყვა.
„33 წლის ვიყავი, როცა სამი ხუცესის ეპისკოპოსად ხელდასხმის ცერემონიალი შედგა. მათგან ქალი მხოლოდ მე ვიყავი. ასაკის თემა, როგორც ჩანს აქაც თავის როლს თამაშობდა, ქრისტეს ჯვარცმის წლოვანებამ, ჩემი ცხოვრებისთვისაც სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო“.
უკვე 7 წელია რუსუდან გოცირიძე საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსია. ერთი წლის წინ კი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცის ჯილდოს მფლობელი გახდა.
„ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოვება არის საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ, შემწყნარებლობის, შესაძლებლობებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწეული მისი საქმიანობის აღიარება“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, ყოველწლიურად ჯილდო გადაეცემათ ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებეojaxtan.jpgბი ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ქალთა თანასწორობის და წინსვლის ადვოკატირების საქმეში.
როცა ეკითხებიან რა განსხვავებებია მართმადიდებლურ და ბაპტისტურ ეკლესიებს შორის, ცდილობს ამ თემაზე საუბარი საერთო ღირებულებებით დაიწყოს, თუმცა აღმსარებლობის თავისუფლება დასაერთოდ, ზოგადადგანსხვავებულობა, როგორც ჩანს ქართული საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ აქილევსის ქუსლია.
„ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არამარტო აღმსარებლობის მხრივ, არამედ ყველანაირი განსხვავებულობის მიმართ, საზოგადოებაში შიშნარევი და მტრული დამოკიდებულება არსებობს. ამის ახნა,შეიძლება ჩვენს ისტორიაშიც ვეძებოთ, მრავალი საუკუნის განმავლობაში სულ თავს გვესხმოდნენ და ალბათ, თავდაცვის ინსტიქტიც, განსაკუთრებულად გამძაფრებული გვაქვს. თუმცა, ახლა სხვა დროა და კომუნიკაციის განსხვავებული, დიპლომატიური მიდგომები არსებობს. რაც შეეხება ამ ორ ქრისტიანულ დენომინაციას, ჩვენი საერთო ფუძეა: სამება, ქრისტეს ღვთაებრიობა, ჯვარცმა, მკვდრეთით აღდგომა, მეორედ მოსვლის სასოება, რაც გაწერილია სამოციქულო მრწამსში, რომელიც სხვათაშორის, ყოველი კვირის ღვთისმსახურებაზე იკითხება ჩვენს ეკლესიაში, იმის დასტურად, რომ ჩვენ,ქრისტეს მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიის მემკვიდრეები ვართ. რაც შეეხება განსხვავებებს, პირველი და უმთავრესი არის ის, რომ პროტესტანტულმა რეფორმაციამ ხელი შეუწყო, ეკლესიის სახელმწიფოსგანმკვეთრ გამიჯვნას და ამ უკანასკნელის მიერ ადამიანების პირად სივრცეში შემოჭრის მცდელობა უარყო. შენს ტერიტორიულ ერთეულში, ვინ რა რელიგიური აღმსარებლობის უნდა იყოს, ამას ქვეყანა არ უნდა წყვეტდეს. ეს საკითხი თითdedastanოეული პიროვნების არჩევანის თავისუფლებაა და ამ გადაწყვეტილებას ყოველი ჩვენთაგანი, დამოუკიდებლად უნდა იღებდეს. სხვათაშორის, სხვადასხვა დენომინაციებს შორის პატივისცემისა და მოკრძალების კარგი გამოვლინებაა ეკუმენური მოძრაობა, რომლის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ განსხვავებულმა ქრისტიანულმა ოჯახებმა ერთმანეთი არ დაჭამონ. ეკუმენური მოძრაობის განწყობა და სულისკვეთება ის არის, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის, რაც წელიწადში ერთხელ, იანვრის ბოლო კვირას ხდება, ამ პროცესში ჩართულები ვართ ოთხი ქრისტიანული დენომინაცია ბაპტისტური, კათოლიკური, ლუთერანული და სომხური სამოციქულო ეკლესია. ყოველ წელს, ეს ოთხი ეკლესია მორიგეობით მასპინძლობს ეკუმენურ ლოცვებს. დაუვიწყარი იყო ჩემი პირველი გამოცდილება, როცა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გამართულ ეკუმენურ ლოცვაში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო საოცარი განცდა – დგახარ ლიტურგიაზე, მათი მისამღერები გეღიღინება, ამ დროს ხვდები, თუ რა არის ეკუმენიზმი. ჩემთვის სომხური ეკლესიის მღვდელი, ნარეკი, უბრალო მოძღვარი არ არის, ის უკვე ჩემი მეგობარია. დამეთანხმებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია და ეკუმენური იდეოლოგიაც სწორედ ამაზეა აგებული“.
განსხვავებულ ოჯახში, რომ დაბადებულიყო?…
„სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი არ ვიცი რამდენად მენდომებოდა ამ ეკლესიაში დარჩენა. არც ის ვიცი მართლმადიდებლურ ოჯახში, რომ გავჩენილიყავი და მათთვის სხვა რელიგიები მიუღებელი ყოფილიყო, როგორი ვიქნებოდი. ვფიქრობ, რომ მარტო ჩემი დამსახურება არაა, ის, რომ აქამდე მოვედი. ძალიან ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა, მათ შორის იმ გარემომ, სადაც ვიზრდებოდი.ყველას უყვარს თავისი ოჯახი და მეც განსაკუთრებულიდამოკიდებულება მაქვს მასთან, თუმ1.jpgცა, ჩემ სახლში ცოტა სხვა სიტუაცია იყო – თუ სხვა ბავშვებს ბაბუები ზღაპრებს უკითხავდნენ, მებიბლიურ ამბებს მიყვებოდა. განსაკუთრებით ერთი ისტორია მახსოვს, იოსები, რომ გაყიდეს ძმებმა. ამ ამბავს, რომ ყვებოდაპაპა, სულ ტიროდა. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. რაც შეეხება დედას, ის ამ ზაფხულს ჩემი ცხოვრებიდან გაფრინდა და უკვე მეოთხე თვეა ვცდილობ ვისწავლო სამყაროს აღქმა მის გარეშე… დედასთან მეგობრობა, ძალიან პატარებმა დავიწყეთ მე და ჩემმა დამ, ალბათ, ამიტომაც მას დედას დიდი ხანია აღარ ვეძახდით. ის იყო ჩვენი მზიო, საოცარი ბუნების ადამიანი, ქალი, რომელსაც ყველაში და ყველაფერში სილამაზის დანახვა შეეძლო. შეეძლო გამხმარი ხის ტოტიდან, ხის სოკოსგან, სიმინდის ნაჭამი ჩენჩოსაგან საოცარი კომპოზიციები გაეკეთებინა. აღარაფერს ვამბობ მისი ბოლო ათი წლის გატაცებაზე – ის ხატავდა ნიჟარებით. მან თავისი სიცოცხლით მასწავლა სამყაროს მშვენიერების დანახვა და თავისი სიკვდილით ღმერთისადმი მადლიერება“.
განსხვავებული ქალის ცხოვრებაში, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მათ შორის საკუთარ ოჯახს – მეუღლით და ორი შვილით. როცა შვილებთან რამე გაუგებრობა ხდება ეუბნება, რომ პირველად ჰყავს 17 წლის შვილი და არ იცის, როგორ მოიქცეს. შეცდომის აღიარება და პატიება ღვთის საჩუქარია – შვილებმა ეს კარგად იციან, რადგან დედის მსახურებას ბავშვობიდან ადევნებენ თვალს, ეპისკოპოსიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს თუ, სამლოცველოში მათაც ხედავს. როცა პრობლემებზე საუბარს იწყებს, პირველი იმას, ამბობს, რომ ეკლესია დაუბერდათ, თუმცა,ახალგაზრდების იმედი აქვს, რადგან მომავლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

დავით მაღლაფერიძე