პირველი ქართველი ეპისკოპოსი ქალი და არჩევანის თავისუფლება, რომელიც რელიგიურ მრწამს უნდა განსაზღვრავდეს

Posted: 23/11/2015 in Uncategorized

8არიან ქალები, რომლებსაც განსაკუთრებული ცხოვრება აქვთ. ზოგი ამას ბედისწერას უკავშირებს, ზოგიც საკუთარ წარსულს. ოჯახი, სადაც იზრდებოდა, არც კომუნისტურ იდეოლოგიურ მოძღვრებას წყალობდა და არც ტრადიციული ყოველდღიურობით ცხოვრობდა, ამიტომ ეს განსხვავებულობა, მისთვის, იმდენად ჩვეულებრივი იყო, რომ სხვაგვარად ვერც კი წარმოედგინა. რუსუდან გოცირიძე
ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი
„გადაწყვეტილება, რომ ღვთისმსახური გავმხდარიყავი ჩემი ინიციატივა არ ყოფილა. ამ დროს ჩვენ ეკლესიაში უკვე იყვნენ ხელდასხმული დიაკვანი ქალები, უბრალოდ, ვიზრდებოდი ბაპტისტი ღვთისმსახურის ოჯახში, ბაბუა და ბიძახუცესებიგახლდნენდა ჩემთვის ეკლესია ძალიან მშობლიური, ფაქტობრივად, მეორე სახლი იყო. 16 წლის ასაკში მოვინათლე, თუმცა, მაინც ვერ ვიტყვი რომ ეს ჩემი განსაკუთრებული გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ ვერც კი წარმომედგინა ჩემი ცხოვრება ამ ეკლესიის გარეშე. წლებს ვითვლიდი, როდის გავხდებოდი იმ ასაკის, როცა ნათლობის უფლებას მომცემდნენ“.
წლების თითებზე დათვლას არც ისე დიდი დრო დასჭირდა, მანამდე კი, როგორც ყველა ბავშვი ოცნებობდა – ძალიან უნდოდა მხატვარი გამხდარიყო, ჰქონდა ჰობიც – ფოტოგრაფია. სკოლა, რომ დასრულდა და პროფესიული არჩევანის წინაშე დადგა, უცხოური ენები აირჩია და უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა, პარალელურად სწავლა სემინარიაშიც დაიწყო. ამასობაში, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და გაჩნდა ახალი, სრულიად განსხვავებული შეკითხვები. პასუხების მისაღებად კი რუსუდანმა და მისმა თანატოლებმა ისევ დედა ეკლესიას მიმართეს, სადაც უკვე პროფესიული განათლების მისაღებად შესაბამისი კერები კვლავ აქტიურად ყალიბდებოდა.9
„90-იან წლებში ჩვენს ეკლესიაში თეოლოგიური სემინარია გაიხსნა, რომელიც ბიჭებისთვის და გოგონებისთვის იყო განკუთვნილი. იქ ყველა მივდიოდით არა იმიტომ, რომ რაიმე კარიერული წინსვლა გვსურდა. ბევრი რამ გვაინტერესებდა, რადგან გვასწავლიდნენ, ისეთ საგნებს, როგორიც იყო, ეკლესიის ისტორია, ადრეული მამების ცხოვრება, ქადაგების ხელოვნება ანუ ჰომილეტიკა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რად გვინდა გოგოებს ქადაგების ხელოვნება, მაგრამ, კარგი მასწავლებელი გვყავდა, რომელიც გვიხსნიდა, თუ როგორ უნდა გაგვეაზრებინა თემა და წინა პლანზე წამოგვეწია მნიშვნელოვანი, ანუ მთავარი სათქმელი“.
ვიდრე გოგოები პროფესიულ საეკლესიო განათლებას იღებდნენ, ქვეყანაში ყველაფერი იცვლებოდა. იწყებოდა სამოქალაქო ომი, შუქი და გაზი იშვიათი ფუფუნება ხდებოდა, ადამიანები კი სწავლობდნენ ნავთქურაზე საჭმლის გაკეთებას. ამასობაში, გაყინულ სემინარიაში დაუსწრებელ სწავლებას, თვეში ერთხელ, 3 დღიანი გასვლითი მეცადინეობები დაემატა, სადაც კონკრეტული დისციპლინის, მიღმა, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრების სწავლა შეიძლებოდა.
„გურჯაანის ეკლესიას დიდი სივრცე ჰქონდა, სადაც თვეში ერთხელ, მთელი ქვეყნიდან, ორმოცდაათამდე სტუდენტი მივდიოდითხოლმე. საოცრად მახსენდება ის დრო. სანთლის შუქზე, შეშის ღუმელის ირგვლივ, როგორ ვისხედით ყველა და ვსაუბრობდით, მათ შორის, პირველად იქ მოვისმინეთ, მალხაზ სონღულაშვილის მიერ შესრულებული თარგმანი „ნარნიის ქრონიკების“ ერთ-ერთი წიგნისა _ „ლომი, ჯადოქარი და ტანსაცმლის კარადა“. დებატები ხშირად პოლიტიკურ საკითხებს, გენდერულ თანასწორობას და საერთოდ, ცხოვრებისეულ ფასეულობებს ეხებოდა. ნადვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ერთი დიდი ოჯახი. ჩემს წინ იყვნენ ქალები, რომლებიც შემდეგ ეკლესიის წინამძღოლები გახდნენ, ასაკით უფროსები და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებით, ერთი სიტყვით, ნამდვილად მისაბაძი პიროვნებები. ამ ფონზე ჩვენი ეკლესიის მეთაური მიბარებს და მეკითხება – როგორ ფიქრობ, ხომ არ დამდგარა დრო, სერიოზულად იფიქრო ღვთისმსახურებაში შემოსვლაზე?“.
2მაშინ, 27 წლის იყო და ჯერ ამ საქმეზე არ ფიქრობდა. მოულოდნელმა შეთავაზებამ დააბნია და როცა ეკლესიის მეთაურისგან ახსნა განმარტება, მოისმინა, რომ თავის დროზე, თავადაც ზუსტად ამ ასაკში მიუღია გადაწყვეტილება, დამშვიდდა, მოსათათბირებლად კი, ოჯახში დაბრუნდა. საკითხში გასარკვევად რამდენიმე თვე დასჭირდა, ბოლოს კი გადაწყვეტილებაც მიიღო და დიაკვნის წოდებაც, რომელსაც მალეხუცესად ხელდასხმა, შემდეგ კი ეპისკოპოსობა მოჰყვა.
„33 წლის ვიყავი, როცა სამი ხუცესის ეპისკოპოსად ხელდასხმის ცერემონიალი შედგა. მათგან ქალი მხოლოდ მე ვიყავი. ასაკის თემა, როგორც ჩანს აქაც თავის როლს თამაშობდა, ქრისტეს ჯვარცმის წლოვანებამ, ჩემი ცხოვრებისთვისაც სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო“.
უკვე 7 წელია რუსუდან გოცირიძე საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსია. ერთი წლის წინ კი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ქალთა სიმამაცის ჯილდოს მფლობელი გახდა.
„ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოვება არის საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ, შემწყნარებლობის, შესაძლებლობებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწეული მისი საქმიანობის აღიარება“ – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, ყოველწლიურად ჯილდო გადაეცემათ ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებეojaxtan.jpgბი ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ქალთა თანასწორობის და წინსვლის ადვოკატირების საქმეში.
როცა ეკითხებიან რა განსხვავებებია მართმადიდებლურ და ბაპტისტურ ეკლესიებს შორის, ცდილობს ამ თემაზე საუბარი საერთო ღირებულებებით დაიწყოს, თუმცა აღმსარებლობის თავისუფლება დასაერთოდ, ზოგადადგანსხვავებულობა, როგორც ჩანს ქართული საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ აქილევსის ქუსლია.
„ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არამარტო აღმსარებლობის მხრივ, არამედ ყველანაირი განსხვავებულობის მიმართ, საზოგადოებაში შიშნარევი და მტრული დამოკიდებულება არსებობს. ამის ახნა,შეიძლება ჩვენს ისტორიაშიც ვეძებოთ, მრავალი საუკუნის განმავლობაში სულ თავს გვესხმოდნენ და ალბათ, თავდაცვის ინსტიქტიც, განსაკუთრებულად გამძაფრებული გვაქვს. თუმცა, ახლა სხვა დროა და კომუნიკაციის განსხვავებული, დიპლომატიური მიდგომები არსებობს. რაც შეეხება ამ ორ ქრისტიანულ დენომინაციას, ჩვენი საერთო ფუძეა: სამება, ქრისტეს ღვთაებრიობა, ჯვარცმა, მკვდრეთით აღდგომა, მეორედ მოსვლის სასოება, რაც გაწერილია სამოციქულო მრწამსში, რომელიც სხვათაშორის, ყოველი კვირის ღვთისმსახურებაზე იკითხება ჩვენს ეკლესიაში, იმის დასტურად, რომ ჩვენ,ქრისტეს მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიის მემკვიდრეები ვართ. რაც შეეხება განსხვავებებს, პირველი და უმთავრესი არის ის, რომ პროტესტანტულმა რეფორმაციამ ხელი შეუწყო, ეკლესიის სახელმწიფოსგანმკვეთრ გამიჯვნას და ამ უკანასკნელის მიერ ადამიანების პირად სივრცეში შემოჭრის მცდელობა უარყო. შენს ტერიტორიულ ერთეულში, ვინ რა რელიგიური აღმსარებლობის უნდა იყოს, ამას ქვეყანა არ უნდა წყვეტდეს. ეს საკითხი თითdedastanოეული პიროვნების არჩევანის თავისუფლებაა და ამ გადაწყვეტილებას ყოველი ჩვენთაგანი, დამოუკიდებლად უნდა იღებდეს. სხვათაშორის, სხვადასხვა დენომინაციებს შორის პატივისცემისა და მოკრძალების კარგი გამოვლინებაა ეკუმენური მოძრაობა, რომლის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ განსხვავებულმა ქრისტიანულმა ოჯახებმა ერთმანეთი არ დაჭამონ. ეკუმენური მოძრაობის განწყობა და სულისკვეთება ის არის, რომ ადამიანებს უყვარდეთ ერთმანეთი. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ის, რაც წელიწადში ერთხელ, იანვრის ბოლო კვირას ხდება, ამ პროცესში ჩართულები ვართ ოთხი ქრისტიანული დენომინაცია ბაპტისტური, კათოლიკური, ლუთერანული და სომხური სამოციქულო ეკლესია. ყოველ წელს, ეს ოთხი ეკლესია მორიგეობით მასპინძლობს ეკუმენურ ლოცვებს. დაუვიწყარი იყო ჩემი პირველი გამოცდილება, როცა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გამართულ ეკუმენურ ლოცვაში მივიღე მონაწილეობა. ეს იყო საოცარი განცდა – დგახარ ლიტურგიაზე, მათი მისამღერები გეღიღინება, ამ დროს ხვდები, თუ რა არის ეკუმენიზმი. ჩემთვის სომხური ეკლესიის მღვდელი, ნარეკი, უბრალო მოძღვარი არ არის, ის უკვე ჩემი მეგობარია. დამეთანხმებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია და ეკუმენური იდეოლოგიაც სწორედ ამაზეა აგებული“.
განსხვავებულ ოჯახში, რომ დაბადებულიყო?…
„სხვა ოჯახში რომ დავბადებულიყავი არ ვიცი რამდენად მენდომებოდა ამ ეკლესიაში დარჩენა. არც ის ვიცი მართლმადიდებლურ ოჯახში, რომ გავჩენილიყავი და მათთვის სხვა რელიგიები მიუღებელი ყოფილიყო, როგორი ვიქნებოდი. ვფიქრობ, რომ მარტო ჩემი დამსახურება არაა, ის, რომ აქამდე მოვედი. ძალიან ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა, მათ შორის იმ გარემომ, სადაც ვიზრდებოდი.ყველას უყვარს თავისი ოჯახი და მეც განსაკუთრებულიდამოკიდებულება მაქვს მასთან, თუმ1.jpgცა, ჩემ სახლში ცოტა სხვა სიტუაცია იყო – თუ სხვა ბავშვებს ბაბუები ზღაპრებს უკითხავდნენ, მებიბლიურ ამბებს მიყვებოდა. განსაკუთრებით ერთი ისტორია მახსოვს, იოსები, რომ გაყიდეს ძმებმა. ამ ამბავს, რომ ყვებოდაპაპა, სულ ტიროდა. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. რაც შეეხება დედას, ის ამ ზაფხულს ჩემი ცხოვრებიდან გაფრინდა და უკვე მეოთხე თვეა ვცდილობ ვისწავლო სამყაროს აღქმა მის გარეშე… დედასთან მეგობრობა, ძალიან პატარებმა დავიწყეთ მე და ჩემმა დამ, ალბათ, ამიტომაც მას დედას დიდი ხანია აღარ ვეძახდით. ის იყო ჩვენი მზიო, საოცარი ბუნების ადამიანი, ქალი, რომელსაც ყველაში და ყველაფერში სილამაზის დანახვა შეეძლო. შეეძლო გამხმარი ხის ტოტიდან, ხის სოკოსგან, სიმინდის ნაჭამი ჩენჩოსაგან საოცარი კომპოზიციები გაეკეთებინა. აღარაფერს ვამბობ მისი ბოლო ათი წლის გატაცებაზე – ის ხატავდა ნიჟარებით. მან თავისი სიცოცხლით მასწავლა სამყაროს მშვენიერების დანახვა და თავისი სიკვდილით ღმერთისადმი მადლიერება“.
განსხვავებული ქალის ცხოვრებაში, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მათ შორის საკუთარ ოჯახს – მეუღლით და ორი შვილით. როცა შვილებთან რამე გაუგებრობა ხდება ეუბნება, რომ პირველად ჰყავს 17 წლის შვილი და არ იცის, როგორ მოიქცეს. შეცდომის აღიარება და პატიება ღვთის საჩუქარია – შვილებმა ეს კარგად იციან, რადგან დედის მსახურებას ბავშვობიდან ადევნებენ თვალს, ეპისკოპოსიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს თუ, სამლოცველოში მათაც ხედავს. როცა პრობლემებზე საუბარს იწყებს, პირველი იმას, ამბობს, რომ ეკლესია დაუბერდათ, თუმცა,ახალგაზრდების იმედი აქვს, რადგან მომავლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

დავით მაღლაფერიძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s