ქალთა მოძრაობა საქართველოში და ბრძოლა ცვლილებებისთვის

Posted: 13/12/2015 in Uncategorized

02„ყოველთვის ვიცოდი რა გამომდის კარგად და რა ცუდათ, ყოველთვის მივესწრაფოდი სხვა ადამიანებთან თანამშრომლობას. მე ეს გამომდის კარგად შენ კი ეს და მოდი ერთად გავაკეთოდ“ – ამბობს ქალთა მოძრაობის აქტივისტი, რომელიც საქართველოში ქალთა უფლებებისთვის ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან იბრძვის. თუკი, ვინმეს ამ მიმართულებით უმუშავია, მას კარგად იცნობს და ისიც იცის, რომ მის საქმისადმი უანგარო დამოკიდებულებაზე, ჩვენს ქვეყანაში ლეგენდები დადის, ადამიანებთან განსაკუთრებულმა, უშუალო დამოკიდებულებამ კი, ის ყველა ფორმალური რეგალიისგან გაათავისუფლა და ყველასთვის, უბრალოდ მარინა დეიდა გახადა. ის, დღეს, ფონდ „ტასოს“ გენერალური დირექტორია, რომლის მიზანიც ჩვენს ქვეყანაში, ქალთა გაძლიერება ადამიანის უფლებების, თანასწორობის, სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისათვის გახლავთ.
მარინა თაბუკაშვილი
ქალთა ფონდ „ტასოს“ თანადამფუძნებელი და დირექტორი
„ფონდ „ტასოს“ გრანტგამცემი და ოპერაციული საქმიანობა, ძირითადად ფოკუსირებულია სოფლად მცხოვრებ ქალთა სოციალურ მობილიზებაზე. ქალებზე – როგორც იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტისგან დაზარალებული თემებიდან, ისე ეთნიკური უმცირესობებიდან; გენდერულ ძალადობასთან ბრძოლაზე. ქალთა ზეპირ ისტორიებზე და მათ მონაწილეობაზე პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენი ამოცანა და მიზანია გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შექმნა და ისეთი თემების წინ წამოწევა, როგორიცაა ფილანტროპია, სოციალურ სამართლიანობა და მშვიდობა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ დოკუმენტური ფილმების შექმნაზეც და წიგნების ორი სერიის „ქალთა მეხსიერებისა“ და „ფემინისტური ბიბლიოთეკის“ გამოცემაზე. ცვლილებების მისაღწევად მთავარი ფაქტორი განათლებაა, ამიტომ, ვფიქრობ, ყველა დონეზე უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რას ისახავ მიზნად. ადამიანი განუსაზღვრელი შესაძლებლობებით იბადება და საბოლოოდ, თუ მოისურვებ, შედეგს მაინც აღწევ“.
თბილისი – სოხუმი დევიზით: ავამაღლოთ აფხაზი ხალხის კულტურის დონე
„დავიბადე 1950 წელს თბილისში, ზუსტად ერთ წელიწადში კი გადავედით სოხუმში. გაინტერესებთ რატომ გადავსახლდით აფხაზეთში? კომუნისტურმა მთავრობამ, მაშინდელი ხელოვანებისთვის დაიწყო კამპანია, ლოზუნგით – ავამაღლოთ აფხაზი ხალხის კულტურის დონე და მამა ასე გამოეხმაურა ამ საკითხს. მოკლედ, რომ გითხრათ სოხუმში გავიზარდე. ზღვის პირა ქალაქში ცხოვრება კი, ადამიანს, სივრცისა და თავისუფლების განცდას აძლევს“…
განათლებაზე, როგორც დიდი მიზნების დასახვის წინაპირობაზე
„ჯერ კიდევ სოხუმში ვხოვრობთ, სკოლას ვამთავრებ და უმაღლესი განათლების მისაღებად ვემზადები. ერთ მშვენიერ დღეს ოჯახს გამოვუცხადე, რომ მოსკოვში მინდა წავიდე და კონორეჟისორი გავხდე. მამაჩემმა თანხმობა მომცა, ოღონდ ერთი რჩევა მომცა, იქ სასწავლებლად გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება დაგჭირდება და 17 წლის გოგოსთვის ეს ძალიან ადრეა, ამიტომ ჯერ აქ ჩააბარე და მერე მიიღე ეგ განათლებაო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან გავბრაზდი, მისი მაინც მესმოდა და მოსკოვის ნაცვლად, თბილისში წავედი, სადაც, ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ბატონი რისმაგ გორდეზიანი გვასწავლიდა და კარგად მახსოვს როგორ რთულ თემებზე გვამუშავებდა. წარმოიდგინეთ მესამე კურსზე ვიყავი, როცა ჰეგელის ესთეთიკის დამუშავება დამავალა, კარგი დღე, რომ არ დამადგებოდა, ალათ ხვდებით (იცინის). საოცარო ადამიანი იყო, თავიდანვე გვასწავლიდა დიდი ამოცანების დასახვას, რომ შემდეგ, მიზნის მისაღწევად გვებრძოლა. მეოთხე კურსე, რომ გადავედი გავთხოვდი, ამიტომ ჩემი კინორეჟისორობა ისტორიას ჩაბარდა. სხვათაშორის, მალევე მივხვდი, რომ ლიტერატურას და ხელოვნებას არანაირი აღმზრდელობითი მნიშვნელობა არ აქვს“.
04დიდ ოჯახზე და კიდევ იმაზე, როგორ არ უნდა წაეხალისებინა საბჭოთა ხელისუფლება
„იმ დროს სიღარიბე ჩვენი უპირატესობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მამას დიდი თანამდებობდა და საოცარი აგარაკი შესთავაზეს სადაც ფუფუნებით შეგვეძლო ვყოფილიყავით, მაინც საოცრად მოუწესრიგებელ სახლში ვცხოვრობდით, რადგან ჩვენ არ მივიღეთ ეს შემოთავაზება-გარიგება. დღესაც კარგად მახსოვს, როგორ მესაუბრებოდა ისეთ თემებზე, რაზეც მაშინ ღიად არ ლაპარაკობდნენ. მაგალითად, იმაზე, რომ ქრთამი არ ამეღო და საბჭოთა ხელისუფლების რეჟიმი არ წამეხალისებინა. ძალიან უყვარდა საკუთარი მოსწავლეები, მათთან ურთიერთობას არაფერი ერჩივნა, კარგად მახსოვს ეს შეხვედრები ჩვენს სახლში, რომელიც აუცილებლად დედას უგემრიელესი ბორშჩის დაგემოვნებით სრულდებოდა. თავად დედას რაც შეეხება, ის ერთი ბრძენი სოფლის ქალი გახლდათ, რომელსაც თავის მხროვ საოცარი მშობლები ჰყავდა. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა… ახლა, მე თავად ვარ დედაც და შვიდი შვილიშვილის ბებია და თუნდაც ამიტომ, ხშირად ვფიქრობ მშვიდობაზე. როცა ვაანალიზებ, რა მოხდა აფხაზეთში, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ გაგვასულელეს“…
თბილისის ომი და დამწვარი ბიბლიოთეკა
„ჩემი ცხოვრება თბილისის ომმა შეცვალა. მაშინ ქართული ხელოვნების ინსტიტუტში ვმუშაობდი. შენობის რემონტი ახალი დასრულებული იყო და ჩემმა მეუღლემ, ასე ვთქვათ კაბინეტში, უხეში სოფლური სტილის თაროები გამიკეთა. რადგან ამ საქმეში დიდად დახელოვნებული არ გახლდათ, მეც კრიტიკულად არ შემიფასებია, მთავარი იყო მქონდა ადგილი, სადაც ჩემს ძვირფასს ბიბლიოთეკას ადგილს მივუჩენდი. მოკლედ, მოვკიდე ხელი რაც სახლში წიგნები მქონდა და ჩავზიდე. მრავალფეროვნება კი ნამდვილად გახლდათ – არქიტექტურა, ენათმეცნიერება, ხელოვნება თავის ალბომებით, ლიტერატურა აქცენტით პოეზიაზე, სახელოვნებო მეცნიერებები და რაღათქმა უნდა ხელნაწერები – ამ თაროებზე წიგნების ტევა არ იყო. ვიღაცამ, ძველი ნახმარი დივანიც მაჩუქა და მოკლედ, ძალიან მაგრად მოვეწყვე, თუმცა, სულ მალე, თბილისის ომა ეს ყველაფერი დამიწვა“.
ჩარჩოში ჩასმული დამსახურებები
უამრავი აღიარებისა თუ ჯილდოს მიუხედავად, რამდენიმეს მაინც გამორჩეული ადგილი უჭირავს. ერთი განსაკუთრებული საერთაშორისო დიპლომია, მეორე, ისეთი ეროვნული მნიშვნელობისაა, რაზეც ყველა ქართველი ქალი იოცნებებდა. ეს ტიტული, მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტის, აქტივისტისა და პუბლიცისტის კატო მიქელაძის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც განათლება ევროპაში მიიღო და შემდეგ, მთელი თავისი ცხოვრება იღწვოდა, რომ გაეღვიძებინა ქალებში ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის სურვილი.
„მარინა თაბუკაშვილი, ქალთა ფონდ „ტასო“ – გენერალური დირექტორი, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ქალთა მოძრაობაში უკანასკნელი 15 წლის მანძილზე აქტიური მონაწილეობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურების დიპლომით დაჯილდოვდა“.
ჯილდო პირადად აშშ-ს ელჩმა საქართველოში – ჯონ ტეფტმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე, კი ხაზი გაესვა მის დამსახურებას ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ეროვნული სისტემის მშენებლობის საქმეში, ასევე, იმ დიდ წვლილს, რომელიც მან, რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობაში შეიტანა.
„ქალთა ფონდმა საქართველოში – კატო მიქელაძის სახელობის პრემია, რომელიც ყოველწლიურად ქალთა უფლებების დამცველ აქტივისტს გადაეცემა, მარინა თაბუკაშვილს, ქალთა ფონდ „ტასოს“ გენერალურ დირექტორს გადასცა. ის, აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ქალთა მოძრაობაში, ასევე, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ქალთა ეროვნულ პროგრამას“.
და ბოლოს, სიყვარული – ყველაფრის საწყისი…
„არცერთ ე.წ. „საქმიან ენაში“ სიყვარული არ წერია, არადა მე თუ მკითხავ ყველაფერი მისკენ უნდა მოზიდო, რადგან ყველაფრის საწყისი სწორედ სიყვარულია და კიდევ, აუცილებელია სურვილი, თუ ეს ორი ფაქტორი ერთმანეთთან თანხვედრაშია, ყველაფერი გამოვა“.

დავით მაღლაფერიძე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s