სახლი ტყის პირას და პირველი ლედის განსაკუთრებული ახალი წელი

Posted: 20/12/2015 in Uncategorized

01 (2)ამბობენ, რომ მათ, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. თითქმის ყველა საკითხს ერთად განვიხილავენ, შეხედულებები კი, ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა. ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი პირადი ისტორია, გამორჩეული მაშინ ხდება, როცა ამ სახელებს, პოლიტიკურ სტატუს ანიჭებ. ერთი საქართველოს პრეზიდენტია, მეორე – პირველი ლედი.
ერთმანეთზე შეყვარებული წყვილი, საზოგადოებამ მანამდე შეამჩნია, ვიდრე მათი ცხოვრებას პროტოკოლი განსაზღვრავდა. მაკა შემოქმედი ადამიანია, ამიტომ მედიაობიექტივში დიდი ხანია ჩანს, პრესის ყურადღების ნაკლებობას არც გიორგი განიცდიდა.
როცა, მათი ცხოვრება შეიცვალა და გარკვეული ვალდებულებები წინა პლანზე გადმოვიდა, უცვლელი დარჩა ყველაზე მთავარი – ისევ ძველებურად გაეგოთ ერთმანეთისთვის და საზოგადოებისთვის. ასეც მოხდა.
„… და ქალმა“ ერთგულ მკითხველს, უფრო ზუსტად კი თავის მეგობრებს, საახალწლოდ, განსაკუთრებული საჩუქარი გაგიკეთად – ჩვენ ფინჯან ყავასთან ან სულაც ჩაისთან სასაუბროდ, პირველ ლედისთან გეპატიჟებით.
დუშეთში, სადაც პრეზედიენტის ოჯახი სახლობს, დედაქალაქისგან განსხვავებით, ცხ01 (5)ოვრების სულ სხვა რიტმია. ტყის პირზე, სუფთა ჰაერი და ბუნების საოცარი პეიზაჟები, ისეთ მისტიკურ გარემოს ქმნიან, რომ დაძაბულ და გადატვირთულ ყოველდღიურობასაც სულ სხვა პრიზმაში განიხილავ… როცა, ეზოში შვლის ნუკრი დარბის, ირგვლივ კი ულამაზესი ყვავილებია, სხვაგვარად ვერც იქნება.
ყველა ადამიანს, თავისი სისუსტე აქვს, პირველი ლედიც, ამ კომფორტს საკუთარი ხელებით ქმნის. უკვე ყველამ იცის, რომ ბუნების სიყვარული – მისი აქილევსის ქუსლია. უშუალობა კი, პოზაზე მეტად, რეალური მდგომარეობა.
როგორც ყველგან, ახლა, პრეზიდენტის ოჯახშიც საახალწლო ფუსფუსია. სანამ ოჯახური ვახშამი შედგება, რომელსაც, ტრადიციული ქართული კერძები დაამშვენებს, ქვეყნის პირველმა ქალმა უკვე მოასწრო და პრეზიდენტის სასახლე მორთო, ნაძვის ხე მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა. ნამდვილმა დიასახლისმა თადარიგი ადრიანად უნდა დაიჭიროს, რადგან იცის, რომ შემდეგ ამისთვის აღარ ეცლება, წინ ხომ დიდი გეგმებია – თემო, რომელიც წელს, პირველ ახალ წელს ხვდება, ყურადღებაც განსაკუთრებულს ითხოვს, ამიტომ დროს არც მას წავართმევთ, არც თქვენ მოგაცდენთ და პირდაპი საქმეზე, ჩვენ შემთხვევაში ინტერვიუზე გადავალთ.
პირველ რიგში მადლობა, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, საუბარს კი 2015 წლის შეფასებით დავიწყებ, როგორი იყო გასული წელი თქვენი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის?
ყურადღებას გავა01 (1)მახვილებ ჩვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე – ჩვენი შვილის დაბადებაზე. წელს, ჩემი ზრუნვის ძირითადი ობიექტი, სწორედ ის იყო. ჯერ სულ პატარაა და გამუდმებით საჭიროებს ყურადღებას და სითბოს.
ჩვენი ქვეყანა იმ კურსით ვითარდება, რომელიც ყველამ ერთად ავირჩიეთ. დასავლურ ღირებულებებს ვგულისხმობ. ვფიქრობ, წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით.
საახალწლო სუფრის ოჯახურ ტრადიციაზე მოგვიყევით, რა ფუნქციები აქვს საახალწლო მზადების დროს პირველ ლედის?

არაფერი განსაკუთრებული – როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც მზადდება რამდენიმე ტრადიციული ქართული კერძი. საღამოს ბუხარს დავანთებთ და პირველად შევხვდებით ახალ წელს თემოსთან ერთად.
ერთი სიახლეც გვაქვს – წელს გადავწყვიტეთ, საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში დაიდგმება, მე მომერთო. ამისთვის განსაკუთრებულად მოვემზადე: მოვიფიქრე საავტორო დეკორი, რომლისთვისაც აქსესუარები საკუთარი ხელით დავამზადე, სათამაშოების ნაწილი კი – სოციალურ საწარმოებში შევარჩიე.
როგორ მოერგეთ პირველი ლედის ჩარჩოებს, როცა შემოქმედი ადამიანი ხარ, რთულია გარკვეული პროტოკოლით ცხოვრება?
გარკვეულწილად ნამდვილად გამიჭირდა. თუმცა, ძალიან მალე პოზიტიურ მხარესაც მივაგენი. აღმოვაჩინე, რომ ამ სტატუსით გაცილებით ადვილია კეთილი საქმეების კეთება და პოზიტიური ცვლილე01 (4)ბების ხელშეწყობა.
როგორია თქვენი ერთი დღე?
ყოველი დღე სხვადასხვანაირია. ერთადერთი, რაც უცვლელია, დილა თემოზე ზრუნვით იწყება.
ე.წ. ოჯახური საკითხების გადაჭრის დროს, რამდენად ხშირად იღებთ გადაწყვეტილებებს პრეზიდენტთან ერთად, თუ ამ საქმეს მთლიანად თავად ართმევთ თავს?
თითქმის ყველა საკითხს ერთად განვიხილავთ. ეს პროცესი ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ჩვენი შეხედულებები თითქმის ყოველთვის ემთხვევა. რა თქმა უნდა, არის ისეთი საკითხებიც, სადაც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ.

რას აკეთებთ თავისუფალ დროს, რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
ჩვენი სახლი, ტყის პირას დგას. ჩემთვის დასვენების ყველაზე კარგი საშუალება ტყეში და ყანებში ფეხით სიარულია.
გაგვანდეთ თქვენი 2016 წლის გეგმები, რა აქტივობებს შეიძლება ველოდოთ პირველი ლედისგან, საზოგადოებრივ ასპარეზზე?
01 (3)ჩემი ინტერესები უცვლელი რჩება – მინდა ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნო. მხარი დავუჭირო ქალებს, გარემოს და ცხოველთა დაცვას. ეს თემები ყოველთვის იყო ჩემი საზრუნავი. თუმცა, პირველი ლედის სტატუსმა, საშუალება მომცა მეტი ინფორმაცია მიმეღო, დავკავშირებოდი ადამიანებს, რომლებსაც იგივე ინტერესები ამოძრავებთ, გამეზიარებინა მათი გამოცდილება. ვფიქრობ, მათთან ერთად, უფრო მიზანმიმართულად შევძლებ მოქმედებას. რამდენიმე კონკრეტული პრობლემის ადვოკატირებაშიც ვგეგმავ ჩართვას. იმედი მაქვს, ერთ წელიწადში ყველა ამ თემაში, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება გვექნება.
რას უსურვებდით საზოგადოებას და საკუთარ თავს?
საზოგადოებას და პირველ რიგში, საკუთარ თავს, ვუსურვებ მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას. რადგან ჩვენს სამშობლოზე ჩვენვე ვაგებთ პასუხს. ვფიქრობ, ყველა ერთად შევძლებთ ავაშენოთ ძლიერი , საქმიანი, ლაღი ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთზე იზრუნებენ და ყველა თავის ღირსეულ ადგილს იპოვის.
სიყვარულით გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დავესწოთ! თქვენი მაკა ჩიჩუა

დავით მაღლაფერიძე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s