Archive for the ‘ქართველი ქალები’ Category

ნათია გვიანიშვილიიტალიური ენისა და ლიტერატურის და გენდერის კვლევების სპეციალისტი             

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

პროგრამების დირექტორი

„ჩემი თანამშრომლები ოჯახის წევრებივით არიან“…

„2010 წელს, როცა გენდერის კვლევებზე ჩავაბარე, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა“…

„2011 წელს, მეგობრებთან ერთად,  ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი დავაარსე“…

„სიჯიუტე, რომელიც დედასგან გამომყვა და რომელიც ბევრს არ მოწონს, მეხმარება ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე“…

„მეც, იმ პროცესის ნაწილი ვარ, რომლის შედეგადაც, არაფორმალური სამოქალაქო ჯგუფები გაჩნდნენ“…

„ჩემი ფემინიზმის საწყისი წერტილი არის დედა, რომელიც ყოველთვის იყო ძლიერი ქალის მაგალითი“…

„ჩემი მშობლების მაგალითზე მივხვდი, რომ ის გენდერული როლები, რომელსაც საზოგადოება აწესებს, არ არის ყოველთვის გამართლებული“…

„ჩემი აქტიურობა ეფუძნება იმას, რომ ვარ ქალი, ვხედავ, რომ საზოგადოებაში არის უთანასწორობა და მინდა მისი აღმოფხვრა“…

„ის, რომ ქალმა წარმატებისთვის რამე უნდა დათმოს, ეს არის მითი, რომელიც წარმატებულად ამუშავეს ქალებს სამზარეულოში“…

„მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, ქალები მიეკუთვნებიან ერთ-ერთ ყველაზე დისკრიმინირებულ ჯგუფს“…

„სწორედ, მაშინ დავიწყე უთანასწორობაზე ფიქრი, როცა ოთხმოცდაათიან წლებში, ვხედავდი, როგორ იკლავდნენ ჩემს გარშემო ქალები თავს და როგორ თამაშობდნენ კაცები დომინოს“…

        ციცინო ბიბლაია                    ისტორიკოსი

სათემო მუშაკი

                                              „როცა აფხაზეთიდან წამოსვლა მოგვიწია, მაშინ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი. ყველაზე ძვირფასი თუ რამ მებადა იქ დამრჩა – ახალგაზრდა მშობლების საფლავები, მეგობრები, ფოტოსურათები, მოგონებები, ნახევარი ცხოვრება“…

„გალის რაიონში, ნარინჯოვანის სკოლასში ვსწავლობდი. მეათე კლასში ვიყავი, დედა, რომ დამეღუპა და ფაქტობრივად, მასწავლებლებმა გამზარდეს, მოგვიანებით, როცა უმაღლესი სასწავლებელი გავამთავრე პედაგოგად მიმიღეს. ახლა, ამ სკოლას და ჩემს ბუდეს, შორიდან ვუყურებ“…

„გარდა პედაგოგობისა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, სათემო ორგანიზაციის პროექტს ვახორციელებ, შეიძლება ითქვას, ამ საქმემ ახლიდან დამბადა“…

„ჩემი სამუშაო დღე დილის ხუთ საათზე იწყება. მეუღლე დამეღუპა და საოჯახო საქმეები მე მაწევს კისერზე. ჯერ პირუტყვს ვუვლი, შემდეგ მცირეწლოვან შვილებს და ღრმად მოხუცებულ ოჯახის წევრებს, როცა საუზმეს გავამზადებ სკოლაში წასვლის დროც მოდის, რომელიც 3 კილომეტრით არის დაშორებული ჩემ სახლს“…

„გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ისევ 3 კილომეტრი უნდა გავიარო, რომ ჩემს მეორე სამსახურში მივიდე და სათემო საქმეები ვაკეთო“…

„გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ბავშვივით სულ ვოცნებობ“…

„არავინ იფიქროს, რომ ამ პროექტმა ფული მომცა, ამით ოცნება დავიწყე და ჩემი ცნობიერი შევცვალე“…

„თუ მიზანს დაისახავ და თუნდაც, ცარიელი ხელებით ნაბიჯს გადადგამ, აუცილებლად მიაღწევ შედეგს“…

„როცა მარტო ვრჩები, ყოველთვის ვეკითხები ჩემ თავს – ხარ კი საუკეთესო დედა,  მასწავლებელი ან სათემო მუშაკი? არცერთ ამპლუაში ჩემი თავი არ მომწონს, ყოველთვის რაღაც მრჩება და ვერ ვასწრებ“…

„ის, რომ ქალი ვარ, ამან ძალიან ბევრი რამ მომცა“…

„პოლიტიკა, რომ არ იყოს, აფხაზი ქართველს ყოველთვის ჩაიხუტებს გულში“…