ციცინო ბიბლაია

Posted: 08/12/2014 in ქართველი ქალები

        ციცინო ბიბლაია                    ისტორიკოსი

სათემო მუშაკი

                                              „როცა აფხაზეთიდან წამოსვლა მოგვიწია, მაშინ დამთავრდა ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი. ყველაზე ძვირფასი თუ რამ მებადა იქ დამრჩა – ახალგაზრდა მშობლების საფლავები, მეგობრები, ფოტოსურათები, მოგონებები, ნახევარი ცხოვრება“…

„გალის რაიონში, ნარინჯოვანის სკოლასში ვსწავლობდი. მეათე კლასში ვიყავი, დედა, რომ დამეღუპა და ფაქტობრივად, მასწავლებლებმა გამზარდეს, მოგვიანებით, როცა უმაღლესი სასწავლებელი გავამთავრე პედაგოგად მიმიღეს. ახლა, ამ სკოლას და ჩემს ბუდეს, შორიდან ვუყურებ“…

„გარდა პედაგოგობისა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, სათემო ორგანიზაციის პროექტს ვახორციელებ, შეიძლება ითქვას, ამ საქმემ ახლიდან დამბადა“…

„ჩემი სამუშაო დღე დილის ხუთ საათზე იწყება. მეუღლე დამეღუპა და საოჯახო საქმეები მე მაწევს კისერზე. ჯერ პირუტყვს ვუვლი, შემდეგ მცირეწლოვან შვილებს და ღრმად მოხუცებულ ოჯახის წევრებს, როცა საუზმეს გავამზადებ სკოლაში წასვლის დროც მოდის, რომელიც 3 კილომეტრით არის დაშორებული ჩემ სახლს“…

„გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ისევ 3 კილომეტრი უნდა გავიარო, რომ ჩემს მეორე სამსახურში მივიდე და სათემო საქმეები ვაკეთო“…

„გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ბავშვივით სულ ვოცნებობ“…

„არავინ იფიქროს, რომ ამ პროექტმა ფული მომცა, ამით ოცნება დავიწყე და ჩემი ცნობიერი შევცვალე“…

„თუ მიზანს დაისახავ და თუნდაც, ცარიელი ხელებით ნაბიჯს გადადგამ, აუცილებლად მიაღწევ შედეგს“…

„როცა მარტო ვრჩები, ყოველთვის ვეკითხები ჩემ თავს – ხარ კი საუკეთესო დედა,  მასწავლებელი ან სათემო მუშაკი? არცერთ ამპლუაში ჩემი თავი არ მომწონს, ყოველთვის რაღაც მრჩება და ვერ ვასწრებ“…

„ის, რომ ქალი ვარ, ამან ძალიან ბევრი რამ მომცა“…

„პოლიტიკა, რომ არ იყოს, აფხაზი ქართველს ყოველთვის ჩაიხუტებს გულში“…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s