ხანგრძლივი ფიქრისა და მუშაობის შემდეგ, 2013 წლის აგვისტოში, სოციალურიად აქტიური ახალგაზრდების ჯგუფი, ჩვენს ქვეყანაში პირველ საქველმოქმედო ვებ პლატფორმა Wehelp.ge – ს ქმნიან. ყველაფერი კი გაცილებით ადრე, ერთ-ერთი დამფუძნებლის პირადი ისტორიით დაიწყო
ბორის კიკნაძე
Wehelp.ge – ს დამფუძნებელი და დირექტორი
„ჩემი კლასელი ავარიაში მოყვა და მახსოვს როგორ გავერთიადით მის გადასარჩენად. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ კომპანიასა თუ კერძო ადამიანს მივმართეთ, სამწუხაროდ, არავინ დაგვხმარებია“.
საკუთარი მეგობრის სიცოცხლისთვის ბროლა, მოზარდებმა ჯერ კიდევ სკოლიდან დაიწყეს. ოპერაციისთვის საჭირო თანხის მოსაგროვებლად წასულები კი, უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდენ. ერთი შეხედვით უწყინარი ქველმოქმედების სურვილი, საკმაოდ შრომატევადი და პრობლემური აღმოჩნდა. იმის, მიხვედრა, რომ სხვების მეგობრებიც ასეთ რთულ მდომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ, რთული არ იყო, ამიტომ ძალების გაერთიანება და ისეთი საქმის მოფიქრება იყო საჭირო, რომელიც ადამიანების გადასარჩენად დროსაც მოიგებდა და საბანკო ოპერაციებსაც უფრო მარტივს გახდიდა.
„საქველმოქმედო პლატფორმა Wehelp.ge, განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებს ეხმარება. ფონდი უკვე ორწელზე მეტია არსებობს. თავდაპირველად, სულ სამი ადამიანი ვიყავით. პირველად საიტისა და აპლიკაციის კეთება დავიწყეთ, რომელიც ონლიან ქველმოქმედების შესაძლებლობას განახორციელებდა. მოხალისეობრივ საწყისებზე გაერთიანებულ მეგობრებს, მალე საერთო იდეების მქონე ახალგაზრდების ჯგუფი შემოგვიერთდა და გუნდში, სამუშაო წლის ბოლოს უკვე 20 ადამიანი ვიყავით. სამწუხაროდ, ბევრი ვერ ახერხებს სრულ განაკვეთზე, ანაზღაურების გარეშე მუშაობას და ეს გასაგებიც არის, ამიტომ თანამშრონელთა რაოდენობა იცვლებახოლმე, თუმცა, მნიშვნელოვან ღონისძიებეზე ყველა ერთად ვართ“.
ერთი სამუშაოს, უფრო სწორად, ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ახალგაზრდები მონდომებას და საკუთარ გამოცდილებას არ ზოგავენ, რომ ქველმოქმედება ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, გადამდები იყოს, თუმცა ქართველი მოსახლეობის უმეტესობამ ორგანიზაციის შესახებ, მაშინ შეიტყო, როცა საქველმოქმედო Youtube-მარათონ „ყინულიანი წყლის გამოწვევას“ თავად ბორისი და IdeaGroup–ის დამფუძნებელი ლევან პაიჭაძე შეუერთდნენ. საქართველოში ვიდეომარათონი 2014 წლის 18 აგვისტოს დაიწყო და ფონდის ანგარიშზე 3 კვირის განმავლობაში 195 000 ლარი ჩაირიცხა. ყველას კარგად გვახსოვს როგორ გაარგრილა ამ აქციამ ის ცხელი ზაფხული და როგორ გაათბო ყინულიანმა წყალმა ბევრის ცხოვრება Wehelp.ge საშუალებით. თუმცა, ერთი აქცია ან მარათონი, ათასობით მძიმე ავადმყოფი ბავშვის გადასარჩენად არ კმარა, აუცილებელია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, მარკეტინგულ კონიუქტურას გასცდეს.
„Wehelp.ge -ს შექმნაში სპონსორები არ მონაწილეობდნენ და მთლიანი დანახარჯები დამფუძნებლებმა თავად დავფარეთ. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო, ეს სტარტაპი საკუთარი სახსრებით განგვევითარებინა, არც გრანტი მიგვიღია და არც დაფინანსება. ჩვენი სპონსორები ისევ და ისევ ჩვენი მომხმარებლები არიან, ისინი გვირიცხავენ თანხას იმისთვის, რომ ვიარსებოთ. თუკი მომხმარებელს უნდა, რომ არამხოლოდ კონკრეტულ ბენეფიციარს დაეხმაროს, არამედ ფონდის საქმიანობასა და განვითარებასაც შეუწყოს ხელი, ის აკეთებს შემოწირულობას, თუმცა, უშუალო ფინანსური დახმარება კვლავაც არ გვაქვს. ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებრივ საწყისებზე ვმუშაობდით და ვცდილობდით ჩვენი რესურსი ამ საქმეში უანგაროდ ჩაგვედო. სახელმწიფოს მხრიდანაც არანაირ დახმარებას არ ვიღებთ. პირიქით, კანონის თანახმად, თუ ბენეფიციარს 1 წლის განმავლობაში, 1 000 ლარზე მეტს ვურიცხავდით, მაშინ 20%-ით ვიბეგრებოდით. მთავრობასთან ინტენსიური მუშაობის შემდეგ, 2015 წლის იანვირიდან კანონმდებლობა შეიცვალა და თებერვალში მოგვენიჭა სპეციალური სტატუსი, რითაც ჩვენს ბენეფიციარებს აღარ ბეგრავენ. ასევე, ვიმედოვნებ, რომ კერძო კომპანიები და დიდი ორგანიზაციებიც დაინტერესდებიან ჩვენით და გაიზრდება მათი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დონე, რითაც მრავალი ადამიანის დახმარებას შევძლებთ“.
სულ ცოტა ხნის წინ, Wehelp.ge-მ და „რადიო იმედმა“ ერთობლივ კამპანიას ჩაუყარეს საფუძველი. ყოველდღიურად, გადაცემა „ვუსმენთ ერთმანეთს“ მსმენელს ვებ პლატფორმაზე განთავსებული ბენეფიციარის ავადმყოფობის ისტორიას აცნობს და ამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქველმოქმედების კულტურის დანერგვას უწყობს ხელს.
„Wehelp.ge გაშვებიდან დღემდე, საიტზე განთავსებული იყო 63 ბენეფიციარის ისტორია, მათ დასახმარებლად გადარიცხული თანხა კი 400 000 ლარს შეადგენს. დარეგისტრირებულია 3256 მომხმარებელი, გვყავს 190 000 –ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი და 14 000-ზე მეტი აქტიური ფეისბუქ მომხმარებელი. ფონდის მისიაა გადაარჩინოს ადამიანების სიცოცხლე. Wehelp.ge საზოგადოების ფართო მასებთან, აკავშირებს ბენეფიციარებს, ვისაც სამედიცინო დახმარება – ოპერაცია, მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება. ამ პლატფორმის შექმნის მიზანი იყო გამოგვესწორებინა ხარვეზები ქველმოქმედებაში და აგვემაღლებინა ფილანტროპიის დონე საქართველოში. გვსურდა გაგვემარტივებინა შემოწირულობა, გაგვეხადა საქმიანობა გამჭვირვალე, გაგვეზარდა სანდოობა, გამოგვეყენებინა ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციურად მივდგომოდით ამ საკითს, რაც, ვფიქრობ, ნამდვილად შევძელით“.
თუ ადამიანს ეხმარები, დარწმუნებულიც უნდა იყო , რომ შენი შემოწირულობა მასთან აუცილებლად მივა, თუმცა, არც თუ ისე გამჭირვალე გარემო, ხანდახან, ეჭვების სერიოზულ საფუძველს იძლევა. Wehelp.ge ამ მხრივ გამორჩეულია, პირველი, მის სრულ ლუსტრაციას თავად ვებ პლატფორმის სპეციფიკა განაპირობებს და მეორე, მას წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან.
„ბუნდოვანება და გაუმჭირვალობა იყო ერთ-ერთი სერიოზული ხარვეზი ჩვენს რეალობაში. მე როგორც ქველმოქმედმა არ ვიცოდი ვის ვეხმარებოდი, სად მიდიოდა ჩემს მიერ გაღებული თანხა და ადამიანის გადასარჩენად კიდევ რამდენი იყო დარჩენილი. Wehelp.ge – მ მოახერხა ამ სტერეოტიპის დამსხვრევა. ყველას შეუძლია შევიდეს ვებ-გვერდზე WeHelp.ge და ნახოს სხვადასხვა ბენეფიციარი, წაიკითხოს მათი ისტორია, დაათვალიეროს ფოტოსურათები, გაეცნოს ფინანსურ და სამედიცინო დოკუმენტაციას. ასევე იხილოს ვიდეო სიუჟეტი და თავად გადაწყვიტოს თუ ვის და რამდენით დაეხმარება. ელექტრონული ბარათით გადარიცხვისას, თანხა საიტზე მომენტალურად აისახება, იქვე ჩანს თუ რამდენი არის შეგროვებული და დარჩენილი. ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ ასევე ვასაჯაროებთ ჩვენს მიერ განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს და ყველას შეუძლია ნახოს ეს ინვოისები. ასევე, ოპერაციის შემდეგ, კვლავ მივდივართ ბენეფიციართან და ვიღებთ ვიდეოს, რომ მომხმარებელმა საკუთარი შემოწირულობის შედეგი იხილოს“.
ქველმოქმედება ცხოვრების წესია, თუ კი Wehelp.ge – ს მონაცემებსა და საერთო სტატისტიკას გადავხედავთ, როგორც ჩანს, ამ წესით ქალები უფრო ცხოვრობენ და კაცებს საკუთარ უპირატესობას ციფრებით უმყარებენ. გუნდში, სადაც გენდერული ბალანსიც და ნოვატორული იდეების მრავალფეროვნებაც დეკლარირებულია, ახალი პროექტების და მათი განხორციელების გზებზე ფიქრობენ. დრო, მათ გამოცდილებასთან ერთად წლებასაც მატებს, ამიტომ საქმის დაწყებამდე, ჯერ თანხის მოზიდვაზე ფიქრობენ.
„მე და ჩემი გუნდი ვცხოვრობთ დევიზით – თუ შენ სხვა ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ არ ცვლი, მაშინ შენ უაზროდ კარგავ დროს. ქველმოქმედება ჩვენთვის, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. არ არის აუცილებელი ეს ყოველივე მხოლოდ ფულად დახმარებაზე აისახოს. ყველას გააჩნია ის რესურსები, რომელიც სასიკეთოდ შეუძლია გამოიყენოს და ამით, პოზიტიური ცვლილებები განახორციელოს სამყაროში“.
დავით მაღლაფერიძე